გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

გიორგი შაქარაშვილი


ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.

ამ დროისთვის სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

დაწერე კომენტარი