გიორგი ტყემალაძის წარმომადგენლობა ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს

გიორგი ტყემალაძე

საკრებულოს თავჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე ლილოს დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა

აქტიურად დაიწყო მუშაობა ჩემი, როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობამ. შეხვედრა გვქონდა ლილოს დასახლებაში მდებარე წარმომადგენლობის წევრებთან, დავსახეთ მომავალი საქმიანობის გეგმები. პირადად ვთხოვე წარმომადგენლობის წევრებს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ თითოეულ მოქალაქეს და ნებისმიერ საკითხზე ჩამაყენონ საქმის კურსში. გაიმართა მოქალაქეთა მიღებაც ლილოს დასახლების მცხოვრებთათვის. ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მათგანის პრობლემა მოვაგვაროთ, ეს იქნება სოციალური სახის დახმარება თუ საცხოვრებლის პრობლემა, ასევე, მოვისმინოთ მათი იდეები და ინიციატივები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რაიონის, უბნის საზოგადოებრივი ცხოვრება. წარმომადგენლობა ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს. მოქალაქეთა მიღება ყოველ ოთხშაბათს გაიმართება, მე კი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, სისტემატიურად შევხდები ლილოს დასახლების მცხოვრებლებს.“ #თბილისი2018

loading...

პოპულარული

9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
"ახლა ხო მეგე**ნათ კარგის ტ***კი სუყველას" - ნინო გაჩეჩილაძის ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
დაწერე კომენტარი