გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა – გიორგი სანაიას მკვლელობიდან 21 წლის შემდეგ, ყოფილი პატიმარი კოტე ციხისთავი მკვლელობის დამკვეთებს საჯაროდ ასახელებს

cyc

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 21 წლის შემდეგ, ყოფილი პატიმარი კოტე ციხისთავი მკვლელობის დამკვეთებს საჯაროდ ასახელებს.

“ვიყავი შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი, ერთ საღამოს პანკისის ხეობაში შს მინისტრის მოადგილის, კახა ბაკურაძის, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის, თამაზ თამაზაშვილისა და შოთა ჭიჭიაშვილის შეხვედრას შევესწარი. შეხვედრაზე გიორგი სანაიას მკვლელობა დაიგეგმა, ხელს გვიშლის, არ გაჩერდება, გადამდები საქციელი აქვს, უნდა მოვიშოროთ თავიდან, შენ მიხედავ, – უთხრა თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს. ამ შეხვედრას შემთხვევით შეესწრო შოთა ჭიჭიაშვილის ძმის სიდედრი ნაირა მარგოშვილი, რაზეც თამაზაშვილი გაბრაზდა, ხვალ მთელს პანკისს ეცოდინება ამ შეხვედრის ამბავი. ნაირა მარგოშვილი რამდენიმე დღეში გარდაცვლილი ტყეში იპოვეს. გიორგი სანაია მოკლა შოთა ჭიჭიაშვილმა და არა გრიგოლ ხურცილავამ. “გრიცკო” იყო ჩვენი ბანდის ინფორმატორი, ის გვაწვდიდა ინფორმაციას გასატაცებელი ობიექტების გადაადგილების შესახებ. ის იძულებული გახდა, თავის თავზე აეღო გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე, – ეს დეტალები კოტე ციხისთავმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი