გიორგი მახარაძე პირადში ცვლილებებს გეგმავს – ,,მე და მარიამს გვინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ”

გიორგი მახარაძე

მსახიობი გიორგი მახარაძე 30 სექტემბერს თურქეთში გამოკვლევაზე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, 5 წელი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. გასული წლის ბოლოს ცხოვრებამ ის სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა, 28 წლის მსახიობს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ამან მისი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად შეცვალა.

ახლა შემართებით ელოდება ახალ როლებს, შეთავაზებებს და პირადშიც გეგმავს ცვლილებებს, ამის შესახებ ის ,,სარკესთან” საუბრობს.

– გიორგი, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ ხართ?
– კარგად ვარ. ბოლო გამოკვლევაზე სექტემბერში ვიყავი თურქეთში. იქ ცოტა გვანერვიულეს,
მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგად არის ყველაფერი.

– რატომ განერვიულეს?
– არაფერი ისეთი, ვერ მოგიყვებით. ყველაფერი კარგადაა.

– რაზე დაგაფიქრათ თქვენმა დიაგნოზმა?
– ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. ამაზე დაწვრილებით ლაპარაკი რომ დავიწყო, მთელი კვირა არ გვეყოფა. უბრალოდ სხვანაირად გადავაფასე ყველაფერი. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყრუებ. თავს ძლიერად ვგრძნობ, ცხოვრებისგან ნაწყენი არ ვარ.

– თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ამბობენ, თქვენ და მარიამ ნადირაძე დაშორდით…
– არა, ვერ მოგართვით. ერთად ვართ და იმაზე კარგად ვართ, ვიდრე ვიყავით. რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას ვაპირებთ, თავს კარგად ვგრძნობთ, ახალი ეტაპი დგას ჩვენს ცხოვრებაში.

– გადაწყვეტილების მიღებაში ურთიერთობის დაკანონებას გულისხმობთ? ისედაც ერთად ცხოვრობთ…
– ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რაღაცეების გამო საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობთ ყველაფერზე.

– შვილს ხომ არ ელოდებით?
– ჯერჯერობით არ ველოდები.

– როდის გეგმავთ ქორწილს?
– ქორწინება ჯერ არ დაგვიგეგმავს. მაგრამ გვინდა, რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნება ჯვრისწერა თუ ხელისმოწერა, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ამაზე ვფიქრობთ.

– თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპს რას დაარქმევდით?
– ახალ ცხოვრებას.

– ახალ ცხოვრებას ელენესთან და მარიამთან ერთად?
– არა, უბრალოდ ახალ ცხოვრებას დავარქმევდი. მათ გარდა ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან, მეგობრებთან ერთად.

წყარო: სარკე

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი