გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციას დაესწრება

მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენცია/Munich Security Conference

გიორგი კვირიკაშვილი
Giorgi Kvirikashvili

17-19 თებერვალს გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამ კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
კონფერენციაზე განსახილველი თემებია – ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი, რუსეთთან ურთიერთობა, სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი,  აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი