გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდშიდატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.

პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.

 

loading...

პოპულარული

"წითელი მანიკურები რატომ უსვია?" - რას ამბობს მრევლი ნარიმანის წითლად შეღებილ ფრჩხილებზე (ვიდეო)
ინგა სიორიძე გარდაიცვალა
„ოპოზიცია 55% vs ქართული ოცნება 39%... დანარჩენს გაიგებთ „მთავარზე“ – ნიკა გვარამია IPSOS-ის კვლევის შედეგებს აანონსებს
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი