გიორგი კეპულაძე – სესხების განულების საველმოქმედო აქცია არც 600 000 მოქალაქეს შეეხება და არც მილიარდნახევარი დაჯდება

გიორგი კეპულაძე

„საზოგადოება და ბანკები“-ს ხელმძღვანელი ვალების განულბის პროექტის ფარგლებში დასახელებულ რიცხვებს ეჭვქვეშ აყენებს და ინიციატივას პოლიტიკური მოტივაციით ხსნის. გიორგი კეპულაძე ვარაუობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი არც 600 000 მოქალაქეს შეეხება და არც 1.5 მილიარდი ლარი დაჯდება.

მისი განცხადებით მოქალაქეების დასახელებული რაოდენობა – 600 000, აღებულია საბანკო ისტორიების ნეგატიური ჩანაწერების, ე.წ. შავი სიების საერთო მონაცმიდან, რომლიც არ მოიცავს მხოლოდ ერთი წლის დავალიანების მქონე პირებს.

„რიგ შემთხვევაში სიებში არიან ადამიანები ვისაც 5 წელია დავალიანება აქვს. ან ისინი ვისაც ვალი უკვე გადახდილი აქვს და მაინც შავ სიაში რჩება და ისინიც, ვისაც ისტორია თუნდაც გასული ორი, ან სამი თვის ვადაგადაცილების გამო გაუფუჭდა. რადგან გაცხადდა, რომ „ქართუ“ დავალიანების მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან მქონე პირების სესხებს გამოისყიდის, შეუძლებელია ეს რაოდენობა მთლიან მონაცემს, ანუ 600 ათასს მოიცავდეს“- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ამასთან ის არსებული პრაქტიკიდან გამომინარე ეჭვქვეშ აყენებს პროექტის დასახელებულ ბიუჯეტს 1.5 მილიარდი ლარის მოცულობით. კეპულაძის განმარტბით, ვადაგადაცილბული სესხების ამ მასშტაბის პორტფლის გამოსყივისას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მნიშვნელოვანი ფასდაკლებების შესახებ შეთანხმება ხდება. მითუმეტეს მაშინ როდესაც საუბარია არა მხოლოდ ძირ თანხებზე, არამედ ჯარიმებისა და საურავების გამოსყიდვაზეც.

ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანლი საუბრობს რისკზეც, რომ სესხების განულბის პროექტი, რომელსაც თავად საქველმოქმედო აქციას უწოდებს სამომავლოდ დავალიანების მქონე პირებში გადახის მოტივაციას შეამცირებს.

საერთო ჯამში გიორგი კეპულაძის შეფასებით ინიციატივა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაჟღერდა, ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ ეფექტზეა გათვლილი.


primetime.ge

 

loading…

პოპულარული

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი, რომელზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა, გარდაიცვალა
ატოცი. ჩვენი მთავრობა გვაიძულებს უკან დახევას, ახლა ჩემს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ - დავით ქაცარავა ვიდეოს ავრცელებს
ბრიტანელი მილიონერის ქალიშვილი ახალ ზელანდიაში გარდაცვლილი იპოვეს
უცნაური ტროტუარი თბილისში - "დიდი მადლობა მერიას, აღირსეს ტროტუარი ხილიანის ქუჩას!"
დაწერე კომენტარი