გიორგი გახარია ნიკა მელიას – თქვენ რუსთაველის გამზირზე უხეშად არღვევდით წესრიგს

მელია-გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიტინგების დროს რუსთაველის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მისი დაკავების ფოტომასალა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მას უხეშად ექცეოდნენ და არც ერთ პოლიციელს ამის გამო პასუხი არ უგია.

„თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო, რადგან ამ ხალხმა ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული მომიტინგისგან მოისმინა და მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა. თქვენ უხეშად არღვევდით წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციას. თქვენ ბრალი მიგიძღვით იმაში, რომ პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდით. ბევრ ფაქტს წარმოგიდგენთ, უფრო მეტიც, ეს იყო საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისთვის გაკეთებული, თქვენ დღეს აქ ხართ და არ ხართ დაკავებული. თქვენ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მსგავსი შემთხვევის გამეორების პირობებში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ”, – მიმართა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი