“გიორგი გახარია მთავრობაში ერთადერთი ადეკვატური მინისტრია”-ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მთავრობაში ერთადერთი ადეკვატური მინისტრია. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

შავი ჩაი ასკილით

„ბატონი გახარია არის ყველაზე ადეკვატური მთავრობიდან დღეის მდგომარეობით, ერთადერთი ადეკვატური, მე ვიტყოდი. იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ვხედავთ პრემიერმინისტრს, ვერ ვიტყვი, რომ ვხედავთ განათლების მინისტრს, რომელიც ლიდერი უნდა იყოს ამ სიტუაციაში. ვერავის ვხედავთ, ვხედავთ შს მინისტრს, რომელიც მეტ-ნაკლებად ადეკვატურია, მაგრამ ბოლომდე ადეკვატურობა მისი მხრიდან იქნებოდა ზუსტი შეფასება- რატომ არის რომანტიზებული, ისევ რატომ დაბრუნდა ქურდული მენტალობა საქართველოში.

ძალიან მარტივი მიზეზები აქვს ამას: ამის მიზეზია ქალბატონი წულუკიანი თავისი ქურდული მენტალობით და კრიმინალების მფარველობით, კახა კალაძე თავისი ქურდული მენტალიტეტით და 8 სული ქურდის ისტორიით. საკითხი არის მკაფიოდ პოლიტიკური. არ შეიძლება საზოგადოებას ვაბრალოთ მუდმივად, რომ ის არის დამნაშავე“- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც დაიღუპა. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ერთერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი