გიორგი გახარია: ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს, მოვიდნენ, იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ

ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულირება მიმდინარეობს ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე და მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.

„გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – საქართველო დღეს თუ  სხვებთან შედარებითნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, უმკლავდება პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. ეპიდემიაზე  როდესაც არის საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვსხედვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზე არის საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი მე, არ გვჭირდება. თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარნონ და არა ასე ტელევიზორიდან“, – განაცხადა გახარიამ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა - ამირან გამყრელიძე
ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ პანდემიის დასაწყისში - ანგელა მერკელი
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები გადაჭარბებული იყო, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ არა სანქციებზე, არამედ სოციალურ დახმარებაზე - მარიამ ჯაში
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი