გიორგი გასვიანი: „ნიჭიერები და მათგან გაბოროტებული უნიჭოები, ცილისმწამებელი პოლიტიკოსები და მათგან დაშინებული ოპონენტები, მშრომელები და მათ კისერზე ჩამოკიდებული უმუშევრები…“

გასვიანი

ტელეწამყვანი და მსახიობი, გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორი შთაბეჭდილება ექმნება, როდესაც სხვადასხვა პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას ეცნობა:

„ვიდეოპორტალებზე დაათვალიერებ ყველანაირ კონტენტს და ასეთ საზოგადოებას იხილავ:

ნიჭიერები და მათგან გაბოროტებული უნიჭოები, ცილისმწამებელი პოლიტიკოსები და მათგან დაშინებული ოპონენტები, მშრომელები და მათ კისერზე ჩამოკიდებული უმუშევრები, განსხვავებულები და მათზე გადაკიდებული განრისხებული ორთოდოქსები, მშივრები და მათ ხარჯზე გამაძღარნი, წაქცეული და მის ირგვლივ მიმავალი გულგრილთა არმია, მეოცნებენი და მათი სიძულვილით შეპყრობილი უიმედონი, განმკითხველნი და მათი ზიზღის წყალობით წარმატებულნი, ცნობისმოყვარენი და მტრის მაამებელნი!…

ჩვენისთანა ბედნიერი ერი“.

დაწერე კომენტარი