გიორგი ალიბეგაშვილმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატთან ილია ჯიშკარიანთან ერთად სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.
საზეიმო ლიტურგიის დასრულების შედეგ გიორგი ალიბეგაშვილმა სომეხ მრევლს სიტყვით მიმართა, შობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს.
ქართველებს და სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც როგორც ქრისტინულ ცივილიზაციაში, ასევე კაცობრიობის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მინდა სომეხ ხალხს მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და ქვეყნის აღმშენებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების წვლილს გაუსვა ხაზი.
სომხური სამოციქულო ეკლესია 6 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ნათლისღებას აღნიშნავს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი