
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრის დაათვალიერა.
ცენტრში, რომელიც შშმ პირებისათვისაა სრულად ადაპტირებული, მოწყობილია პანდუსი და ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის კი სივრცის რუკა და ადაპტირებული ოპერატორის მაგიდებია განთავსებული. ამასთანავე, აქ სმენადაქვეითებულ ადამიანებს საინფორმაციო მონიტორით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.
მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ.
ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია ელექტრონული მომსახურების დანერგვის პროცესიც და უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ