თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დიდუბის რაიონის მაჟორიტართან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად „ბავშვთა სამყაროსა“ და მისმიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეებს შეხვდა და არსებული სიტუაცია ადგილზე დაათვალიერა.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზების მიზნით ყოველგვარ ღონეს ხმარობენ, თუმცა, ამ ეტაპზე შენობაში შესვლა ვერ ხდება.
,,ძალიან ვწუხვარ და ჩვენს თანამოქალაქეებს მომხდარის გამო თანაგრძნობას ვუცხადებ. შენობა შიგნიდან მთლიანადაა დეფორმირებული და მზიდი კონსტრუქციის დაზიანებიდან გამომდინარე, ჩამონგრევის საშიშროების არსებობს.
რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, ისინი მუნიციპალიტეტისა და მთავრობისმხრიდან გარკვეულ თანადგომას მიიღებენ’’, -განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიების შედეგად დაადგენენ.
დაწერე კომენტარი