გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს დეპუტატებთან ერთად კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს დეპუტატებმა კონფერენციაში- „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია: დემოკრატიული თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“ მიიღეს მონაწილეობა.

solva.ge

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ“ გაიმართა და ის პროექტის ,,ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

კონფერენციაზე, სადაც ადგილობრივ თვითმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის, ასევე დეცენტრალიზაციის მიმდინარეობისა და მართვის ეფექტურობის საკითხები განიხილეს, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის დახვეწისა  და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მომზადების ხელშემწყობი კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდა.

ფრაქციის „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, კონფერენციაზე ევროპული ქარტიისა და საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესის თემებს ცალკე პანელი დაეთმო.

პანელში „ქალები ადგილობრივ პოლიტიკაში: მონაწილეობის გაუმჯობესების გზები“ –  როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც  თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პანელი ადგილობრივ თვითმართველობაში ქალთა ჩართულობაზე კონცენტრირების მიზნით შედგა.
,,აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს-მოქალაქეთა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობას ეძღვნება და მისი მიზანი ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ცვლილებების განხილვაა, რომელიც თვითმმართველობის კიდექსშია დაგეგმილი’’,-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა.

კონფერენციაში სხვადასხვა ქალაქების  მერები, მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.

loading…
გააკეთე კომენტარი!