
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა.
საკრებულოს თავმჯდომარეს მოსახლეობა ძირითადად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური, ასევე დასაქმების, მიწის ლეგალიზების და სხვა საკითხებზე მიმართავენ. გიორგი ალიბეგაშვილმა მოქალაქეებს პირადად მოუსმინა, გაეცნო მათ პრობლემებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწია.
საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს ხვდება.