გიორგი ალიბეგაშვილი “ სწრაფი განვითარებისთვის“- განახლებული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სასტუმროში,„რედისონ ბლუ ივერია“ პროექტის „აწარმოე საქართველოში “ სწრაფი განვითარებისთვის“- განახლებული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას  პროგრამის თაობაზე ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ორი წელია წარმატებით ხორციელდება და ის საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებს აერთიანებს.პროგრამის ბრენდის ქვეშ ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების  მართვის სააგენტოების და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტების გაერთიანება იგეგმება.

cyc

ღონისძიებას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პროგრამის ბენეფიციარები და სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი