გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

cyc

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს და ელჩის მეორე მდივანს მარეკ მატუშიაკს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონეთისა და საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობებზე ისაუბრა და მომავალი პარტნიორობისათვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრაზე, რომელზეც მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, თბილისისა და კრაკოვის, როგორც დაძმობილებული ქალაქების, ხოლო თბილისისა და ვარშავას, როგორც პარტნიორი დედაქალაქების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი