გიორგი ალიბეგაშვილი პრეზენტაციას „რწმენა თავისფლების აქცია“ დაესწრო

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტებისა და წიგნების პრეზენტაციას „რწმენა თავისფლების აქცია“ დაესწრო.

cyc

ღონისძიებაზე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა, პრეზენტაციის მონაწილეებმა რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს რელიგიის თავისუფლების თემაზე ოთხტომეული, კერძოდ, კი ამავე თემაზე  გაეროს, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები წარმოუდგინეს.

ასევე, ამავე ოთხტომეულის მიხედვით – რუმინეთის, ბულგარეთის, ავსტრიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელორუსიის  რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობაზე ისაუბრეს.

ოთხტომეული აგრეთვე საჯარო მოხელეებისთვის-„სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“ სახელმძღვანელოს და კონფერენციის „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ მასალებს მოიცავდა.

ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

alibegashvil (Copy)

რეკლამა

დაწერე კომენტარი