გიორგი ალიბეგაშვილი ექვთიმე თაყაიშვილის შრომების პირველი ტომის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის-ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეულის პირველი ნაწილის პრეზენტაციას დაესწრო და დიდი ქართველი მეცნიერის შემოქმედებასა და ქვეყნის წინაშე მის მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა.

cyc

გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, გამომცემლობას „არტანუჯი“ და ასევე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თხზულებების სრულად (სულ 12 ტომის) გამოცემა სწორედ მათი დაფინანსებითა და თაოსნობით დაიგეგმა.

წიგნის პირველი ტომი, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ექვთიმე თაყაიშვილის შემოქმედების გაცნობაა, დიდი მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალებს და კვლევის შედეგების დიდ ნაწილს მოიცავს.

კულტურული ღონისძიება, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი