გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი თსუ-ს 99 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრნენ.

cyc

ღონისძიებაზე გიორგი ალიბეგაშვილი სიტყვით გამოვიდა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და პროფესორებს უნივერსიტეტის 99 წლის იუბილე მიულოცა.

დღესვე საიუბილეო საღამოს ფარგლებში  ფოტოგამოფენა სახელწოდებით-„პირველი“ გაიმართა, სადაც პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობისა და პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისთვის მზადების პროცესი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული პირველი პროფესორებისა და ევროპაში განათლება მიღებული ქართველი მეცნიერების მიღწევების ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას, რომელზეც  უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები და წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი  ივანე ჯავახიშვილმა დაარსა, რომელიც 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი გახდა, თავად ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი