„გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას, ოპოზიციამ გვიყუროს თევზის თვალებით“ – ბაია პატარაია

ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატყარაია სოციალურ ქსელში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ეხმაურება და არჩევნებზე მოსალოდნელ პროგნოზსს აკეთებს.

„კოვიდი მიჯლიგინებს… ვინ დადგება არჩევნების რიგებში, სადაც მხოლოდ 2 კაცს უშვებენ უბანზე? ვინ და ქოცი, ანუ ის ადამიანი, ვისაც სამსახურიდან აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას.

დანარჩენი ხალხი არ მივა არჩევნებზე. არათუ მოიგებს ოცნება, არამედ ისევ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება. ხოლო პროტესტს ჩაახშობენ კარანტინით და კომენდანტით.

გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას, ოპოზიციამ გვიყუროს მოხარშული თევზის თვალებით ახლა…“- წერს პატარაია.

დაწერე კომენტარი