“გითხარით,მე არაფერს გავაკეთებ, თუ თქვენ არ გააკეთებთ“ – ზუგდიდში ბანკის მძარცველთან მოლაპარაკებების აქამდე უცნობი კადრები

ახალი კადრები

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ გადასცა ფული  სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ ზუგდიდში მომხდარი ძარცვისას თავმდამსხმელს. კადრების მიხედვით, სავარაუდოდ სწორედ მან შეუტანა თავდამსხმელს სასურველი თანხა.

ვიდეოში ისმის თავმდამსხმელისა და ავთანდილ გალდავას მოკლე დიალოგიც.

– გაუშვი ესენი, რა გინდა, რას მთავაზობ?

– არაფერს, შემოიტანე ფული ძმა.

– უბრალოდ გთხოვ, ცოდვას ნუ დაიდებ ჩემი შვილებისას რა.

– მე გითხარი, მე არაფერს გავაკეთებ, თუ თქვენ არ გააკეთებთ. 

დაწერე კომენტარი