“ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა…” – რას ჰყვება გიგი ანთაძე ჯიხურის გაქურდვაზე?

15 წლის გიგი ანთაძე, “მზიურში” თავისი ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას მართლაც მოპარეს წვენსაწური, თუმცა ის საკუთარი ხარჯებით უკვე იყიდა და ახლაც, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

როგორც “პრაიმტაიმთან” საუბარში გიგი ანთაძემ განაცხადა, არ აქვს აზრი ამის გაცხადებას, რადგან ადრეც ყოფილა მსგავსი შემთხვევა და არავინ დახმარებია.

გიგი ზუსტ დროს არ აკონკრეტებს, როდის მოხდა ქურდობის შემთხვევა. ის სხვა კომენტარისგანაც თავს იკავებს და მედიასთან კომუნიკაცია არ სურს.

მზიურში, 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხურის გაქურდვასთან დაკავშირებით, შსს-მ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.

“მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება არ სემოსულა, ფაქტის მოკვლევა უკვე დაიიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ”, – განუცხადეს “პრაიმტაიმს” უწყებაში.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც წერს, რომ ერთ კვირაში გიგისთვის ჯერ წვენსაწური აპარატი მოუპარავთ-მერე კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი “მზიურის” ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური 1 აპრილს გაუხსნეს.

“პრაიმტაიმი”

 

loading…

პოპულარული

„სამედიცინო პერსონალი არის აგრესიული, არ უნდათ ვინმემ გამოიტანოს რეალური ვითარება“ - ადვოკატის განცხადებით დეკანოზის მდგომარეობა დამძიმდა
„ზიარების შეფერხება არ ხდება, ნებისმიერ მღვდელს თუ მღვდელმთავარს შეუძლია აზიაროს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე
„ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“ - მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს
„ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, თუკი რაიმე მოუვა, ნათელი მოეფინება ყველაფერს“ - თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აკისრებს
„სოლიდარობა მამა გიორგის“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად საპატრიარქოსთან ხვალ აქცია გაიმართება
„ნუ შე---ცით ვააა! მე და მთელი ჩემი წინაპრები კუზანოვებმა აგვაწყვეს“ - ნინო ნადირაძე
სკანდალური გრიფით საიდუმლო მასალები ლადო ბედუკაძეზე - გმირად შერაცხული ჯალათი გლდანის ციხიდან (ვიდეო)
„მოგეკითხებათ პირველ რიგში თქვენ, უწმინდესო და უნეტარესო“ - ელისო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
დაწერე კომენტარი