გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში — კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღამასრულებელი მდივანი ოპონენტ კოლეგას, გიგა ბოკერიას “ნომერ პირველ გოიმს” უწოდებს.

დღეს ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს შალვა რამიშვილის POSTV-ში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ ისეთი “გოიმური” ოპოზიციური სპექტრი, როგორიც დღესაა, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.

“გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში”, — აღნიშნა მან.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე განმარტა, რატომ უწოდა ოპოზიციას “გოიმური”:

“პრემიერის მოსვლაზე ოპოზიცია საუბრობდა გოიმურად, კიდევ ერთხელ, რომ პრემიერს ეშინოდა მოსვლა და ა.შ. ესაა წმინდა წყლის სპეკულაციები და გოიმობა. იგი სამჯერ მოვა პარლამენტში მომდევნო ერთი თვის განმავლობაში”, — თქვა კობახიძემ.

დაწერე კომენტარი