გიგა ბათიაშვილი გარდაიცვალა

ბათიაშვილი

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

cyc

ბათიაშვილის ძირითადი ნამუშევრებია: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი“ (1967), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-19711), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (იტალია, 1972), თბილისის ისტორიული უბნების–შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კ. ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის (1979–1989), ძველი თბილისის ცალკეული შენობების, მეიდნის, ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტების ავტორი.

ბათიაშვილი იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიკოსი (1992).

გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია . 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში; 1973-1979წწ. იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არის ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი.

1982 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა, 1996 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი