გია ვოლსკი არის დამკვეთი – ნიკა გვარამია ვოლსკის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას და დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პოლიციის განყოფილება დატოვა.მისი თქმით, მან ჩვენება მისცა გუშინ განხორციელებულ თავდასხმაზე და შემკვეთად “ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი დაასახელა.გვარამია პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.”ზუსტად ვიცი, რომ ეს სამი ადამიანი არის ჩუღურეთიდან, სვანეთის უბნელები და ბატონი გია ვოლსკის შტაბის წევრები. მასთან ივენთებზე ძალიან ხშირად შემჩნეულნი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწორედ მისი გამოგზავნილია. ვოსლკი პოლიტიკოსია და პასუხს აგებს თავის აქტივისტებზე, ამიტომ მოვითხოვ რომ იგი დაიკითხოს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მის წინააღმდეგ, დაიკითხოს და დატოვოს მანდატის წევრი. არ დასჯაც შედეგია ჩემთვის და ამასაც ექნება თავისი პოლიტიკური ფასი”,-აცხადებს ნიკა გვარამია.რაც შეეხება დაკითხვის პროცესს, გვარამიამ გამომძიებლებს კვალიფიციურები უწოდა და თქვა:”ხელისუფლებამ მთელი ამ წლების განმავლობაში 20-ჯერ მაინც დამკითხა და დღევანდელი იყო ყველაზე კორექტული, კვალიფიციური რაც კი ყოფილა. ამის გამო მოხარული ვარ და პოლიცის ეს რგოლი მუშაობს გამართულად. მადლობა მათ. ზუსტად ვიცი, ესენი რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიიღებდნენ სწორ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც დაზიანებები მომაყენა, შეუძლებელია მოტივის გარეშე ვინმე იყოს სასამართლოში და აღნიშნულის გარეშე ისინიც იქ ვერ იქნებოდნენ. ეს ხალხი დაქირავებულია და ამას აკეთებს ვოლსკი. სწორედ გია ვოლსკია დამკვეთი და დამნაშავე, ამიტომ ის უნდა დაიკითხოს. მთავარი მოთხოვნაა პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მანდატი დატოვოს, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”- დასძინა “მთავარი არხის” დამფუძნებელმა.

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
დაწერე კომენტარი