გთხოვთ, გაავრცელოთ! ბათუმში, ოჯახის წევრები 13 წლის გოგონას ეძებენ

ბათუმში, ოჯახის წევრების განცხადებით, 13 წლის გოგონა, ანასტასია (ნასტია) ტონოკანიანი დაიკარგა .

არასრულწლოვანი გოგონა გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა სახლში.მას შემდეგ, ოჯახი გოგონას ეძებს.

თუ რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ნომერზე 555 23 13 03

ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალური ქსელით ავრცელებენ.

 

დაწერე კომენტარი