გზის კეთილმოწყობა ისანში

ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. რაიონში სამ მისამართზე: ბერი გაბრიელ სალოსის N 167, ბერი გაბრიელ სალოსის მე-7 შესახვევის N 1 და კახეთის გზატკეცილი N 48 კორპუსების შიდა ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის მოხრეშვის და ბორდიოურების მოწყობის სამუშაოები სრულდება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. პროექტის ღირებულება 156 000 ლარს შეადგენს.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი