“გზა პროზექტურისკენ… პირველად შენი ფეხის თითები დავინახე დეე, გადაგხადე ზეწარი…” – ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგოს დედის სულისშემძვრელი წერილი

ლაგოდეხში ექსკურსიისას დაღუპული 16 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ წერილს აქვეყნებს:

“უმეტესად მარტო ვარ სახლში.გიყურებ დედი სურათებში,ვსუნავ შენს ხალათს,პიჟამოებს, ვტირი შენს საწოლზე. ვიძინებ იმედით,სიზმრად მაინც გნახო. არ ჩანხარ. დილით თვალს ვახელ და ვიაზრებ,შენ მომიკვდი. გავრბივარ შენს ოთახში და კანდელს ზეთს ვამატებ. ვითომ რამე საქმეს გშველი და ვაკეთებ შენთვის. მიმძიმს შენს ოთახში ყოფნა. კარადას ვერ ვაღებ. ვერ ვბედავ ვუსმინო შენს ნამღერს აქ რომ ჩამიგდე. თუმცა ვესათუთები,მაგრამ ვერ ვხსნი. ვერ ვუყურებ შენს ფოტოებს რაღაც რგოლივით რომ გაგიკეთეს და საშინელი ,სულის შემძვრელი სიმღერა რომ ადევს . ვგრეხ ერთმანეთში სამ ცალ სანთელს თითქმის ყოველდილით და მოვდივარ შენს საფლავზე.ოღონდ მანქანაში რომ ვჯდები და შენი ადგილი გვერდით ცარიელია ,უკვე მაგაზე ვიწყებ ღრიალს, არ ვიკრავ ღვედს, არ მინდა უსაფრთხოდ სიარული. გული მიჩქარდება შენს საფლავთან. სწრაფად გადმოვდივარ,ვაწყობ ყვავილებს და…სად მყავხარ დედი? სად მოვდივარ დედი? მძულს ეგ ადგილი შვილო. დამცინის დედის შენი საფლავის შემოღობილი ადგილი. მეიქედნურება,ხომ წაგართვი შვილიო…

რას ვგრძნობ 23-ე დღეს? ფრაგმენტები,ფრაგმენტები,ტელეფონში ნათქვამი -დაიკარგა…ვეძებთ…ატირებული გავრბივარ,გზეზე მანქანა ფუჭდება.ღორღზე ვდგავარ მუხლებით და ვფიქრობ,სანამ არ გამოჩნდები ასე ვიდგე,პატრული ცდილობს ამაყენოს და არ ვდგები,ვაგდებ..გაკეთდა მანქანა და გზა არ ილევა.შორს ხარ,ვეძებთ პოლიციის შენობას,იქ ხალხია,სირბილით მივდივარ შენობისკენ და ატირებული რაღაცას მეუბნებიან,ვწუხვარ,, სად არის ჩემი სოფი-ვკივი და არავინ პასუხს არ მაძლევს,იქ ვგებულობ ,ტყეში კიარა წყალში ხარ.მანამდე მანქანაში ვფიქრობ,მგელმა არ დაგგლიჯოს,არა შენ ყოჩაღი ხარ ხეზე ახვალ…რომ დაგეძინოს და გადმოვარდე? თავს თუ მიიბამ,თუ მოიფიქრებ.საშინელი ქარია და სიცივე,რომ გამიცივდე?ყველა სიმრალულით მიყურებს,ახლოს ვერავინ მოდის,მე იატაკზე ვგდივარ და ტვინში წიკწიკებს,,იქნებ ცოცხალია,იქნებ გონება დაკარგა და წყალმა გამორიყა,,იქნებ ვიმემ იპოვოს,,…მერე ლოდინი,სიჩუმე,ისევ ტირილი და რაღაცნაირი ჩუმი მზადება…მივხვდი ,გიპოვეს და აქ მეორედ მოვკვდი,ყველანაირ იმედთან ერთად.გზა პროზექტურისკენ. ჯერ არ მინახიხარ დედი. არბივარ კიბეებზე და აქ არ შეიძლება.კარი მოკეტეს…ვერ ვითმენ შევაღე და შევვარდი…გაშხვართული წევხარ დე განაგრძე კითხვა

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი