გვიცავს თუ არა პირბადე ახალი კორონავირუსისგან – ჯანდაცვის ექსპერტების გაფრთხილება

პირბადე

ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის მრავალ საშუალებას შორის, პირბადის ტარება ხალხში განსაკუთრებით პოპულარულია. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ის პრევენციის არც ისე ეფექტიანი საშუალებაა.

„ადამიანები პირბადეში თავს დაცულად გრძნობენ, მაგრამ ის ნამდვილად არ გახლავთ პრევენციის ეფექტიანი საშუალება“, — ამბობს ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერი ერიკ ტონერი.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან დეკემბრის ბოლოს გავრცელებულმა კორონავირუსმა უკვე 2700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოს 40 ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 81 000-ზე მეტი პირი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, უსაფრთხოების ყველაზე კარგი გამოსავალია ყველა სახის მიკრობისგან თავდაცვა, რისთვისაც აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, საკუთარ სახეზე ხელების ნაკლებად შეხება და დაავადებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება.

ცენტრი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს, რაც ნერწყვისა და ნახველის გზით კორონავირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის პირბადე ბევრს არაფერს ნიშნავს.

პირპადის დანიშნულება შეაკავოს ვირუსით დაბინძურებული მსხვილი ნაწილაკები (ნერწყვის ან ნახველის). არსებობს ორი სახის ნიღაბი — ქირურგიული და N95 აირწინაღი.

loading...

პოპულარული

„როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად... აქ ადამიანების სიცოცხლე დგას სასწორზე!“ - ქართული კარანტინის სკანდალური ისტორია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ნიუ იორკი გაანდგურა - გადარჩება თუ არა აშშ-ს სხვა ქალაქები?
ავსტრალიელი მეცნიერები COVID-19-თან ბრძოლას პარაზიტების გასანადგურებელი წამლით იწყებენ
დაწერე კომენტარი