გვირაბ-გვირაბ იარე, რომ სადმე არ შემხვდე – ჟორჟოლიანი ლალიაშვილს აფრთხილებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკა ლალიაშვილს მიმართავს, რომლის პროდიუსინგითაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ფილმი მომზადდა:

“ერთი წუთით გჯერა, რომ ქვეყნის სახელით მახინჯ პასკვილს გააკეთებ და ამ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებ?! საჯაროდ გეუბნები, რომ სადაც არ უნდა გნახო, მოღალატეს დაგიძახებ! ვინმემ თუ ვერ გიცნო, იმათაც ვეტყვი, ვინ ხარ სინამდვილეში?! იმედია, საჯარო სივრცეში ყოფნის უფლებას არ მოგცემენ! გამოგაგდებენ, შეგარცხვენენ’ გვირაბ-გვირაბ იარე, რომ სადმე არ შემხვდე! ბედუკაძე ხარ ჩემ თვალში!

ეს არის ის, ვინც იმედზე ცნობილი ფილმი მოამზადა თემაზე, როგორ დავიწყეთ ომი ჩვენ და საწყალი რუსეთი, როგორ ვაიძულეთ მოქალაქეები დაეცვა”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, “იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე , რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო.

მისი თქმით, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ"- ოცნების დეპუტატს შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი