“გვარამია-კოკოი ვე ჯუნგლებიდან ვერ გამოიტყუეს, შედეგად ის გამრავლდა”

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”არის ასეთი ბაყაყი კოლუმბიის ჯუნგლებში, კოკოი, ფრჩხილის ზომისაა, ინდიელები მას თავისებური სალამურის მსგავსი საკრავის ხმით მოიტყუებენ,შემდეგ დიდი სიფრთხილით ცეცხლთან ახლოს მიიყვანენ და ამით გაღიზიანებული კოკოი იმდენ და ისეთ ტოქსიკურ შხამს გამოყოფს,რომელიც სისხლში მოხვედრის შემთხვევაში საკმარისია 1500 ზრდასრული მამაკაცის მომენტალურად მოსაკვდინებლად. ამავე დროს, გადაყლაპვის შემთხვევაში ის უსაფრთხოა, თუმცა მცირე ნაკაწრიც კი ლეტალურ შედეგს იძლევა.
ცნობილია, რომ უარყოფით საინფორმაციო ველში ადამიანის დნმ-ი იცვლება, ადამიანი განიცდის შეუქცევად დეგრადაციას, ავადმყოფდება და კვდება.
ისიც ცნობილია, რომ თავისი სტრუქტურით საინფორმაციო და ნივთიერი შხამები ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა აქ სპეციალური კვლევებია საჭირო.
მე ვფიქრობ, რომ კოკოის ბატრაჰოტოქსინი და ”რუსთავი 2”-ის მიერ ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარების გამო გამოყოფილი ტოქსინები იდენტური უნდა იყოს. კოცონი და პროკურატურა ამ შემთხვევაში მსგავს რეაქციას – შხამების სეკრეციის გაზრდას იწვევენ.
მოსაძებნია სალამურის მელოდია და მესალამურეც, რომელიც გვარამიას მშობლიური ჯუნგლებიდან, ანუ ”რუსთავი 2”-დან გამოიტყუებს.
ეს იმიტომ, რომ მისი მაღალი ტოქსიურობიდან გამომდინარე, უფრო უსაფრთხოდ მაინც ამ შხამიანი არსების ფინანსური გადაყლაპვა მიმაჩნია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გადამყლაპავის პირის ღრუ და საყლაპავის მილი დაზიანებულია მრავალრიცხოვანი კოჰაბიტაციური ნაკაწრებით, რამაც შეიძლება ორმაგი ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
P.შ. ეს პოსტი, თუ გახსოვთ, ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე. მაშინ გვარამია-კოკოი ვე ჯუნგლებიდან ვერ გამოიტყუეს. შედეგად ის გამრავლდა და ახლა ამდენ გვარამია-კოკოის ვერანაირი მესალამურე ვეღარ გამოიტყუებს”, – წერს სოსო მანჯავიძე.

“საქართველო და მსოფლიო”

loading…

პოპულარული

„სახლში თავის ფეხით წავა“ - ღუდუშაურის კლინიკაში გოლიათი გოგონა დაიბადა (ფოტო)
საგანგებო თათბირი დილის ექვს საათზე და შანტაჟი ივანიშვილის სახელით - როგორ ართმევს ოლიგარქი მეშახტეებს არჩევანის უფლებას (ვიდეო)
"სისხლი რომ გაგეყინება ადამიანს, ისეთი მომენტი იყო..." - მაშველები ფონიჭალის ტრაგედიის უმძიმეს დეტალებს იხსენებენ (ვიდეო)
სუს-ი დიდ სკანდალში ეხვევა - თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სუს-ის მაღალჩინოსანი, რომელიც დუმილს არღვევს
დაწერე კომენტარი