გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით – ქანთარია

ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმ სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის ციხეშია ჩაწერილი და “რუსთავი 2”-ის ეთერით გავრცელდა.

საქმე ეხება ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

გარდა ამისა სუბელიანი მოზარდების მკვლელობის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.

დეპუტატი ნუკრი ქანთარია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალურ განცხადებებზე არ საუბრობს და მხოლოდ „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს. ქანთარიას განცხადებით, „რუსთავი2“-ის ხელმძღვანელმა სერიალებივით გაავრცელა ჩანაწერები.

„ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ხელმძღვანელმა გვარამიამ, იგივე პროკურორის მოადგილემ ყოფილმა, იგივე განათლების მინისტრმა ყოფილმა დაგვაყარა სერიალები, საზოგადოებას დააყარა სერიალები თავის კომენტარებით.

მე მაგალითად ვეთანხმები ერთ რამეში, მან თქვა ნახევრად სიმართლე, რომ მან როგორც იქნა აღიარა და მიხვდა სად ზის თვითონ, სადამდე ზის და როგორ.

რაც შეეხება იქ საქართველოს მთლიანად ჩათრევას მე მგონი ეს მისგან შეცდომაა.
მე არ ვარ იქიდან, არ ვიტყვი იმას, რომ ვინმე არის შემომძვრალი „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც მადა გაეხსნა ან კორუფციაში ხელი არ აქვს ჩაყოფილი, ან კანონგარეშე ქმედებების სურვილი არ აქვს და ასე შემომძვრალი დარწმუნებული ვარ პირდაპირ გაძვრება პენიტენციალურ სისტემაში, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,“-ამბობს ქანთარია.

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი