გეყოფათ, ბიჭებო! მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, მზად ვართ მშვიდობიანად გადმოვიბაროთ უკან – სააკაშვილი “ოცნებას”

მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა: 1 წუთის წინ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარის” გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას არ მისცემენ. 

არ ვაპირებთ ივანიშვილს არჩევნები მოვაპარიოთ, ჩვენი შეკრებები აუცილებლად გაგრძელდება, ბათუმში იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენიც ამ ქალაქში პოლიტიკურ შეხვედრებზე აქამდე არასდროს გვინახავს, გვექნება შეხვედრა ზუგდიდში, რა თქმა უნდა, მკაცრად დავიცავთ სოციალურ დისტანცია – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ქვეყნის ჩაკეტვას ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რასაკვირველია, ლოკდაუნი მოსალოდნელია:

მაგრამ ივანიშვილს ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენი შეხვედრები, ასევე, სამობილიზაციო ეტაპებიცაა იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილს არჩევნების მოპარვაზე ხელი წაუცდება. მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და მზად ვართ, ასევე, მშვიდობიანად გადმოვიბაროთ უკან – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, ერთჯერადად არჩევნების დღეს ხალხს უბნებზე მისვლის არ უნდა სეეშინდეს, რადგან ქვეყნის მომავლისთვის ეს აუცილებელია. 

დაწერე კომენტარი