გერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ თავს იცავდა-“დანა თვითონ აიღო და ვეფხიასკენ მიემართებოდა”

ლიკა ბაქრაძე-ნათია გაბოძე

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ჩვენებას ცვლის და ამბობს, რომ 25 წლის გერი, თამარ გამრეკელაშვილი მის მოკვლას ცდილობდა, თვითონ კი თავს იცავდა.

ბრალდებული, რომელსაც დიდი ალბათობით უვადო პატიმრობა ელოდება, ირწმუნება, რომ მას თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის მომენტი არ ახსოვს, რაც ზუსტად იცის, არის ის რომ საზარელი დანაშაულის დროს, ოთახში გარდაცვლილის შვილები არ იმყოფებოდნენ.

ბრალდებულის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძე “ნიუპოსტთან” აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცდილობდა გამრეკელაშვილისთვის დანა წაერთმია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ “დამნაშავე მოკლულის დედაა”, რომელიც უფლებადამცველის მტკიცებით “აღნიშნული დანაშაულის მაპროვოცირებელი პირია”.

“კაცმა ფული მისცა, ამ ქალბატონმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერა ბაქრაძესთან, მერე კი სახლში არ შეუშვეს… კაცი წყობიდან გამოიყვანეს და შეუქმნეს პირობები, რომ ასე მომხდარიყო… გამორიცხულია მკვლელობის მომენტში ბავშვები იქ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანას, დანა აიღო თავდაპირველად თამარ გამრეკელაშვილმა. როცა მიემართებოდა მისკენ, ვეფხია ბაქრაძემ წაართვა მას ცივი იარაღი. ამის შემდეგ ამბობს, რომ ვიჩხუბეთ და ვიძიძგილავეთო. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს”- ამბობს ადვოკატი.

საქმის მასალების თანახმად, ვეფხია ბაქრაძემ ახალგაზრდა გერი განსაკუთრებული სისასტიკით, მცირეწლოვანების თვალწინ მოკლა.

საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

“ნიუპოსტი”

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, დღეს გარდაიცვალა
ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის შეუდარებელი შესრულება - "მხოლოდ ქართული" (ვიდეო)
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
დაწერე კომენტარი