“”გენაცვალოს დედა”, სხვა დედას რომ შვილი მოუკალი, “გენაცვალოს დედა”, სხვისი შვილის მკვლელებს რომ ძმაკაცობაში არ გაუტეხე და ხელი დააფარე…”

“ერთიან ნაცონალური მოძრაობის” წევრი ანიეტა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს:

 

“გენაცვალოს დედა”, აი, ამ ფრაზით შეეგება დედა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მფარველს გათავისუფლების შემდეგ. სანამ ასეთი დედები ზრდიან შვილებს, მანამ დაიზრდებიან არაკაცები საქართველოში! “გენაცვალოს დედა”, სხვა დედას რომ შვილი მოუკალი, “გენაცვალოს დედა”, სხვისი შვილის მკვლელებს რომ ძმაკაცობაში არ გაუტეხე და ხელი დააფარე. დედობა მხოლოდ შვილის გაჩენას, გამოკვებას და სწავლის საფასურის გადახდას არ ნიშნავს, დედობის ყველაზე დიდი სირთულე არა შვილის გაზრდაში, არამედ აღზრდაშია.
და კიდევ, მამები, რომლებიც მზად არიან თავად მოიხადონ სასჯელი, ოღონდ მკვლელ შვილებს არ გაემრუდოთ მომავალი. რომელ მომავალზე ფიქრობენ ამ დროს? განა რა უნდა გამოვიდეს თქვენი შვილისგან წლების შემდეგ ისეთი, რომ ეს ლაქა და ცოდვა ჩამოირეცხოს ან რა კაცი უნდა დადგეს მისგან?
თქვენ ხართ ყველაზე ბანძი მშობლები!

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი