გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს – სოფო კილაძე

სოფო კილაძე

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე.

კილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.

კილაძემ აღნიშნა, რომ “ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას”.

“რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “იმედის კვირასთან” სოფიო კილაძესთან კონფლიქტზე ისაუბრა.

“მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი “ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?”, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი