გახარია გორის მერობის კანდიდატად საბანაძეს, ან ანანიაშვილს განიხილავს- ენმ

გახარია

ენმ-ს ინფორმაციით, პოლიტიკურად გააქტიურებული გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართველოპბის არჩევნებისთვის ემზადება და უკვე ქალაქების მერობის კანდიდატებსაც არჩევს.

ერთ-ერთი ვერსიით, გორის მერობის კანდიდატად ის აჭარის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს კოტე ანანიაშვილს, ან შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კახა საბანაძეს განიხილავს.

სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ ოპოზიციაში გახარიას გორში ჩასვლას:

ჩვენთვის გახდა ცნობილი რომ გახარია შეხვდა სამღვდელოების წარმომადგენლებს და დახმარება სთხოვა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მერობის კანდიდატად გახარია განიხილავს ანანიაშვილს, ან საბანაძეს – ამბობს ენმ-ს გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ბალიაშვილი.

თავად კოტე ანანიაშვილი კი ამ ეტაპზე საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე დუმს. კითხვაზე, განიხილავს თუ არა შეთავაზების შემთხვევაში გორის მერად კენჭისყრას, ანანიაშვილი მთავართან ამბობს, რომ “დამატებით ვერაფერს იტყვის და ვერც დაადასტურებს”

დაწერე კომენტარი