“გახარია არცერთ კრიტერიუმს, არ აკმაყოფილებს, არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი, მოსკოვის პერიოდიდან” – უგულავა

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა , მთავრობაში არსებული ცვლილებებს ასე აფასებს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ძალაუფლება შეინარჩუნა ისეთმა პირებმა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

“ევროპული საქართველო ბიოროკრატიული მასის შემცირებას დიდი ხანია ითხოვს,ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციული და ბიოროკრატიული ხარჯები, ქვეყნის ეკონომიკის ერთერთ მამუხრუჭებელი ფაქტორია. ჩვენ ველით 2018 წლის ბიუჯეტს, სადაც ცვლილებები მკაფიოდ უნდა იყოს ასახული და შესაბამისი ზომითა და პროპორციით უნდა იყოს ასახული. 2018 წლის ბიუჯეტი კვირიკაშვილის მთავრობას წარმოდგენილი და განხილული აქვს პარლამენტში. სანამ არ იქნება ბიუჯეტი წარმოდგენილი და მკაფიოდ იქნება ეს ცვლილელები ასახული რა რაოდენობის ფულს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა და რა რაოდენობის ფულს არ გაფლანგავს ბიოროკრატიაზე, ეს იქნება მძაფრი ინდიკატორი, ამ ცვლილებების შესახებ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

საკადრო ნაწილში მთელი რიგი ცვლილებები, აბსოლუტურად ვერ პასუხობს, მინიმალურ სტანდარტსაც კი, გახარია, ზოგადად ვიტყვი,რომ დაწინაურდა და ძალაუფლება შეინარჩუნა, იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან. ეს ცვლილებებიც ატარებს ერთ ხაზს, ეს არის ივანიშვილთან სიახლოვე. გახარია,რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმაოდგენს და არც ამავდროულად პოლიციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ინიშნება შს მინისტრად. ორი კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს, ეს არის, ან პროფესიული გამოცდილება ან პოლიტიკური წონა და პოლიტიკური გამოცდილება,არცერთ კრიტერიუმს, ეს ადამიანი არ აკმაყოფილებს, მაგრამ არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი მოსკოვის პერიოდიდან”- განაცხადა გიგი უგულავამ.

loading…
გააკეთე კომენტარი!