გახარიას სურათის დალაიქება ბევრად თუ არ ჯობდეს გვარამიას სტატუსის მოწონებას – იმნაძე

იმნაძე-გახარია

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და განაცხადა:

„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის დეესკალაციის რისკებს. რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“.

გახარიას მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ მისი პოპულარობა ყველა საზღვარს გაცდა. მის მიმართ სიმპატიებს პოლიტიკური ოპონენტებიც კი ღიად აფიქსირებდნენ.

გუშინ 19 თებერვალს კი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათთან ერთად გადაღებული სელფი პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

დაწერე კომენტარი