გახარიას მტკიცებით, ივნისის მოვლენები მძიმე იყო ყველასთვის, მაგრამ მისთვის – განსაკუთრებულად

გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები მძიმე დღეები იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ამტკიცებს, რომ “ყველაზე მძიმე იყო მისთვის”.

“რა მოტივითაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია გაამართლო ადამიანმა მოტივი პარლამენტში შეჭრის მცდელობის და პოლიციელზე ძალადობის”, -განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, გადაიხდის თუ არა გახარია და ქართული ოცნება მომხდარის გამო პოლიტიკურ ფასს, ის პასუხობს:

“პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს სხვადასხვა. მაგალითად: შეიძლება იყოს ფასი, რომ 20 ივნისი იყო ჩვენთვის ის მძიმე დღე, როდესაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში პარლამენტში მესამე შეჭრის მცდელობა არ დავუშვით. შეიძლება იყოს შეფასება, რომ 20 ივნისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაამეტეს, მათ გამოიყენეს ლეგიტიმურად ძალა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ეს ძალა იყო გადამეტებული. მაგრამ აქ ყველგან არსებობს ორი განზომილება: სამართლებრივი და პოლიტიკური”.

გახარია 20 ივნისის მოვლენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას შემდეგ, რაც აქცია სპეცრაზზმა ძალის გამოყენებით დაშალა და 3-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მის გადადგომას ითხოვდა. გახარია ამტკიცებდა, რომ არ გადადგებოდა იქამდე, სანამ 20 ივნისის საქმეს არ გამოიძიებდა. ასევე, ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურდა, თუმცა გადაყენების ნაცვლად ის დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრი გახდა. 

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი