გახარიას აქვს ფსიქიური გადახრები და ის სახიფათოა – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე

გახარიას აქვს ფსიქიური გადახრები და ის სახიფათოა – ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე შს მინისტრის განცხადებებს, რომელიც მან გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა. ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ გახარიას ინტერვიუმ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქმე აქვს ზნედაცემულ ადამიანთან და შესაბამისად ის არ აპირებს ჩვენება გაუწონასწორებელ მინისტრს მისცეს.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ შს მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს. რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს 20 ივნისთან დაკავშირებით. შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის. ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი. ღირსეული მიმდევარი გათახსირებული ზნე დაცემული ბიძინა ივანიშვილის“- გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძესთან, ბაჩუკი ქარდავასა და ირაკლი ღლონტთან ერთად შსს-ში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა ოპოზიციის ლიდერები უწყებაში არ მივიდნენ. გუბაზ სანიკიძის თანაპარტიელი და მისივე ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ამ გამოძიებას, რომელსაც შსს აწარმოებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„ ამ გამოძიებას არაფერი საფუძველი არ გააჩნია. მე როგორც ვიცი, არის შეთითხნილი რამდენიმე ჩვენება. ობიექტური მტკიცებულებები არ არსებობს, მხედველობაში მაქვს ჩანაწერები, ის კადრები, რომლებიც გავიდა საჯაროდ ტელევიზიებში. არანაირი მსგავსი საფუძველი, რასაც დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, არ არსებობს ასეთი რამ. ეს არის სურვილი მხოლოდ, მეტი არაფერი. მე მგონი, რომ ეს შედეგისთვის არ არის, ამას უფრო პიარის ნაწილად ვთვლი,“- ვალერი გელბახიანი.

გუბაზ სანიკიძე მზად არის შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება.

პოპულარული

თბილისში ყაჩაღებმა ბინის მეპატრონეები მოკლეს და გვამებზე მოისაქმეს - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
სირია: მამა თურქული ავიაციის მორიგი დაბომბვისას დაღუპულ შვილს დასტირის
დიდი რეპრესიები „კანონიერ ქურდებში“ - კალაშოვის კლანი და ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტების“ გავლენა
დაწერე კომენტარი