გახარიამ, პუტინის ბრძანებულებით, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

გახარია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება #1428 – საქართველოს ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ ბრძანებულების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო.

ბრძანებულება, რომელიც „ლიბერალმა“ მოიძია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიმღებ პირთა სიას განსაზღვრავს, ჩამონათვალში კი გიორგი გახარიას სახელი და გვარი გვხვდება, სადაც იგივე მამის სახელი და  დაბადების წელია მითითებული, რაც გიორგი გახარიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში გვხვდება [189. Гахария Георгий Зауриевич, родившийся в 1975 году в Грузии, проживающий в Ивановской области].

ბრძანებულება 2000 წლის 5 აგვისტოთი თარიღდება და რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

არის თუ არა გიორგი გახარია ამჟამად რუსეთის მოქალაქე ან აქვს თუ არა ორმაგი მოქალაქეობა, – ამ კითხვით „ლიბერალმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 დეკემბერს მიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია ამჟამად აღარ არის რუსეთის მოქალაქე, უწყებას ვთხოვეთ, წარმოედგინათ დოკუმენტაცია,რითაც დადასტურდებოდა, რომ ის ამჟამად აღარ არის რუსეთის მოქალაქე. – ინფორმაციას ,,ლიბერალი” ავრცელებს

თავად გიორგი გახარია კი კითხვას, არის თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მქონე, პასუხობს: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს იყო გააზრებული მოქმედება.

loading…

პოპულარული

„კინაღამ ჩავიფსი...“ - ირინა კავსაძის და ოთო ფოლადაშვილის ტანგომ ჟიური შოკში ჩააგდო (ვიდეო)
„ნახვამდის... არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე“ - ლალი მოროშკინამ, პროტესტის ნიშნად, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
ნატა ფერაძემ ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილს "გადაუარა" (ვიდეო)
დაწერე კომენტარი