ციხიდან გაყვანის საქმე – ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ

ვანო მერაბიშვილი

ციხიდან გაყვანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს გამოკითხავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ყოფილ პრემიერს გამოკითხვა მერაბიშვილის ინტერესების დამცველის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 

“საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის თანდასწრებით, ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილს გამოკითხავენ.

გამოკითხვა ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება. 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ – ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ  გამოიკითხოს ივანე მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.

ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება  2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.  ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი