გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება – ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველ პარტიას მოუწოდებს რეგლამენტით იხელმძღვანელონ და ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტონ.

„ძალიან მარტივი მოცემულობაა და ვფიქრობ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი თქვა მასკარადში მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება. მმართველმა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს რეგლამენტით, რომელიც უკვე დარღვეულია და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის “ქართული ოცნებაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დაწერე კომენტარი