გაუპატიურება და ღვინის ქურდობა – ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა. დაბა კვაისას მაცხოვრებელმა მარიონეტული რეჟიმის სამართალდამცებს საჩივრით მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი გააუპატიურეს, სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი გატარებილი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავეს.

ასევე დაკავებული იქნა სოფელ ქვათეთრის მაცხოვრებელი 25 წლის მამაკაცი, რომელსაც 86 წლის მეზობლის გაქურდვა და 120 ლიტრი ღვინის წაღება ედება ბრალად. 
ოკუპირებული ცხინვალის მედიის ცნობით ამ პერიოდში ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე ნაპოვნი იქნა 51 წლის ქალის ცხედარი, ექიმების თქმით მას ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში 5 კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა და მათი უმრავლესობა უკვე გაიხსნა

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი