ბესელიას, ფოფხაძის და “ურჩების” გარიცხვა გადაწყვეტილია – რაზე შეთანხმდნენ კაჭრეთში

ბესელია

“პირველი რადიოსთვის” ინფორმაციით, კაჭრეთში უმრავლესობის ლიდერების და მთვარობის წევრების დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხის დეტალები. შეხვედრაზე იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი ყოფილი მოადგილის გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გარიცხვის თემაზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათ მიეცეთ მკაცრი მითითება, რომ “გუნდური თამაშის” წესები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი უმრავლესობიდან და პარტიიდან გარიცხვა.

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გარდა სუბარი იყო უმრავლესობის იმ წევრებზეც, რომელთა განცხადებებიც მოსამართლეების დანიშვნის თემაზე “გუნდურ თამაშს” ცდება. საბოლოო გადაწვეტილება ბესელიასა, ფოფხაძის და სხვა “ურჩი დეპუტატების” გარიცხვის შესახებ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრამდე იქნას მიღებული.

როგორც ცნობილია კაჭრეთში მეორე დღეა უმრავლესობის ლიდერების, პრემიერის და მთავრობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ვიწრო ფორმატშია და მას უმრავლესობის ბევრი წევრი არ ესწრება.

“პირველი რადიო “

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
"გადაცემაში ტრუსი არ მეცვა, სასქესო ორგანოს ვანიავებდი და ვაქანავებდი..." - პაატა თედიაშვილის სკანდალური ისტორიები "ფარულ კონვერტში" (ვიდეო)
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი