გარეუბნები უნდა განვითარდეს, არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე-კახა კალაძე

კახა კალაძე

გარეუბნები რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს და არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისებს, სადაც ადრე ქარხნები და საწარმოები იყო.

„ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ეს არის ე.წ ძველი საწარმოს ტერიტორიები, სადაც იყო ქარხნები და საწარმოები. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონში არის ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით, შევქმნით სპეციალურ გეგმებს, წარვუდგენთ, როგორ უნდა მოხდეს მთი განვითარება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
"შაქარაშვილი სცემეს, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში და გაიგუდა"
"იცით, რატომ ვატარებთ ამდაგვარ ექსპერიმენტებს? – არ გვჯერა, რომ აუთენტურია ის ზარი, რომელიც გაასაჯაროვა თქვენმა სტრუქტურამ" - გრიგოლია გიორგობიანს პასუხობს
სასწრაფოდ: "ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით"
დაწერე კომენტარი