გარდაცვლილმა ძმამ დედის შეურაცხყოფის გამო ძმას შენიშვნა მისცა უთანხმოება ამის გამო დაიწყო – ზუგდიდში მომხდარი სასტილი მკვლელობის დეტალები

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ “ნიუპოსტმა” ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ძმებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო , რაც გარდაცვლილმა დედის შეურაცხყოფის გამო ძმას შენიშვნა მისცა. აღნიშნული ფაქტი მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ამის შემდეგ მოხდა ე.წ გარჩევა ძმებს შორის . ერთმა ძმამ მეორე – წაიყვანა თავის შვილის საფლავზე , სადაც მკვლელობა მოხდა. მკვლელობაჩადენილია ცივი იარაღით, გარდაცვლილი დაჭრილია ფილტვში და დაიცალა სისხლისგან. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ძმები წურწუმიები, ზუგდიდის ცენტრში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში კერძოდ კი სასტუმრო ოდიშში ცხოვრობდნენ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 36 წლის მამაკაცი.

გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

წყარო: ნიუპოსტი

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი